მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ უკრაინას დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო, რათა ქვეყანას ომის შედეგად შექმნილი გადაუდებელი ხარჯების დაფარვაში დაეხმაროს.
„რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურის მასიურ განადგურებას – წყლის, სანიტარული და ელექტრო ქსელების ჩათვლით – ზამთრის მოახლოებისას ეს კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა.
მისი ინფორმაციით, დაფინანსების ახალი ნაწილი მოხმარდება ძირითადი სამთავრობო სერვისების შენარჩუნებას.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინელ ხალხს, რომელიც უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დგას“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.
კომენტარები