საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სექტემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.8 პროცენტი, ხოლო ცხრა თვის ეკონომიურმა ზრდამ 10.2 პროცენტი შეადგინა.
მისივე თქმით, გრძელდება იმ ფაქტორების ზრდა, რომელიც გავლენას ახდეს ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს ქვეყანას ექნება ტურიზმის 2019 წლის მონაცემების 100%-იანი აღდგენა.
„სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა სექტემბრის ეკონომიკური აქტივობა და საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა სექტემბრის თვეში გვქონდა 8.8 პროცენტი, ხოლო 9 თვის ეკონომიურმა ზრდამ შეადგინა 10.2 პროცენტი. ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით გრძელდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ასევე იმ ფაქტორის ზრდა, რომელიც განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ექსპორტის მიმართულება და ტურიზმის მიმართულება. ექსპორტის მიმართულება ცხრა თვეში გაზრდილია 37%-ზე მეტით, ხოლო ტურიზმზე პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს გვექნება 2019 წლის მონაცემების 100%-იანი აღდგენა, რომელიც იყო რეკორდულად დიდი საქართველოსთვის. შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ტურიზმი მიმდინარე წელს სრულად აღდგება, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოში ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით, ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით. მიმდინარე წელს 9 თვეში, სამი კვარტლის მიმართულებით ეკონომიკური ზრდა გვაქვს 10.2 პროცენტი, რაც არის მნიშვნელოვანი წარმატება ქვეყნისთვის“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.