უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ – ინფორმაციები და ფოტომასალა სხვადასხვა უკრაინულ ტელეგრამ არხებით ვრცელდება. კადრებში ჩანს, როგორ ხვდებიან გახარებული უკრაინელები შვიდთვიანი ოკუპაციის შემდეგ, უკრაინელ დამცველებს. კადრები შუმენსკის რაიონშია გადაღებული.
ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
გავრცელებულ ფოტოებში ასევე ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშები აღმართეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ ხერსონიდან გასვლის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა.
თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ პროცესი დასრულდა.
კომენტარები