ნოემბრის ტესტების მეორე მატჩი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, „დინამო არენაზე“ სამოას ნაკრების წინააღმდეგ გამართა. დაძაბულ შეხვედრაში ქართველმა მორაგბეები მინიმალური ანგარიშით 19:20 წააგეს.
პირველ ტაიმში სამოელთა გარდასახულ ლელოს და ერთ საჯარიმოს, ჩვენებმა 2 ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი სამოამ 10:6 მოიგო.
50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი შეტევა განახორციელა რომელიც ტაბუცაძის ლელოთი დასრულდა, სამწუხაროდ აბჟანადაძემ ვერ გარდასახა – 11:13. 67-ე წუთზე „ბორჯღალოსნებმა“ კიდევ ერთი ლელო გაიტანეს – შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ქუნთელიამ თავისი სადებიუტო ლელო მიითვალა და საქართველო 16:13 დააწინაურა.
75-ე წუთზე ქართველებს, სამწუხაროდ, სამოაელთა შეტევა გაეპარათ და მანუმ გამარჯვების მომტანი ლელო გაიტანა – 19:20.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტებსი პირველ შეხვედრაში 6 ნოემბერს „ბორჯღალოსნებმა“ თბილისში ურუგვაი 34:18 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები კარდიფში 19 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.