„დიდი ოცეულის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინა უნდა დატოვოს და დაასრულოს ბარბაროსული ომი.
„აღსანიშნავია, რომ პუტინმა არ ისურვა ჩვენთან ერთად სამიტზე დასწრება. აქ რომ ყოფილიყო, იქნებ რაღაც საკითხები დაგველაგებინა. ერთადერთი ყველაზე დიდი ცვლილება, რაც შეიძლება ვინმემ მოიტანოს, არის ის, რომ რუსეთმა დატოვოს უკრაინა და დაასრულოს ეს ბარბაროსული ომი, რაც გარდამტეხი იქნება უკრაინისა და მსოფლიოსთვის. მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
რიში სუნაკმა ასევე დაგმო რუსეთის მიერ ენერგორესურსებისა და სურსათის ომის იარაღად გამოყენება და განაცხადა, რომ ეს სრულიად მიუღებელია, რადგან ზიანს აყენებს ყველაზე დაუცველ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.
