საქართველოში ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის ისრაელის საელჩო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის, ამის შესახებ საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა,
ისრაელის საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.
ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.
ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“, – წერია განცხადებაში.
