პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქებები უბედური შემთხვევა იყო და ვარშავა სარაკეტო ინციდენტს ქვეყანაზე თავდასხმად არ მიიჩნევს.
„ეს არ იყო პოლონეთზე თავდასხმა, ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა რაკეტა გაუშვა“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთის ტერიტორიაზე C-300-ის ტიპის რაკეტა დაეცა, რომელსაც, სავარაუდოდ, უკრაინული ძალები იყენებდნენ რუსული სარაკეტო თავდასხმების მოგერიებისას.
პოლონეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ტრაგედიაში დამნაშავე რუსეთია
კომენტარები