მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა შენობის ფუნდამენტში კაფსულა ჩადეს.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სპეციალური ოპერაციების ძალები მუხროვანის ახალ ბაზაზე განთავსდება. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი შენობა და მოხდება სამი ძველი შენობის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე აშენდება: შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები. მეორე ეტაპი კი, ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
თანამედროვე, სპეციალური ოპერაციების ძალების ცენტრი სრულად შესაბამისი იქნება ნატო-ს სტანდარტებთან. პროექტის ღირებულება 70 მილიონამდე ლარია.
მშენებლობის დასრულება ორ წელში იგეგმება.