რუსები საქართველოს მოქალაეეებს იტაცებენ, აგრძელებენ უკანონო ბორდერიზაციას – პარალელურად კი მოსკოვში ქართველები “ქართული კულტურის დღეებს” მართავენ.
11-13 დეკემბერს მოსკოვში მცხოვრები ქართველები ღონისძიებას გამართვას გეგმავენ, რომლის ფარგლებშიც გაიმართება კონფერენცია მიგრაციის შესახებ, მოეწყობა გამოფენები, ქართული კულინარიის მასტერ-კლასები და ა.შ.
არსებული ინფორმაციით, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. “ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიისა” და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები.
ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით სახელწოდებით “ჩვენ ერთად ვართ” დასრულდება, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზ “კოსმოსში” გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და რუსი შემსრულებლები და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ღონისძიების ორგანიზატორი ორგანიზაციის პრეზიდენტი ბათუმში დაბადებული დავით ცეცხლაძეა.