მყვინთავებმა შავ ზღვაში „ტუ-154“-ის ფიუზელაჟი იპოვეს, სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ის 27 მეტრის სიღრმეზე, ნაპირიდან 1,5 კილომეტრში იმყოფება.
ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტუ-154“-მა კატასტროფა სოჭის მახლობლად კვირას განიცადა. მის ბორტზე მყოფი 92 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა კვირას მხოლოდ 11 ცხედარი აღმოაჩინეს.
ავიაკატასტროფის ძირითად ვერსიებს შორის ლაინერის ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა სახელდება.
კომენტარები