თურქეთში 29 პოლიციელს ასამართლებენ. მათ ბრალად ედებათ სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა. ამ საქმეზე პირველი პროცესი სტამბოლის სასამართლოში გაძლიერებული დაცვის ფონზე დაიწყო.
შენობასთან შეიარაღებული სამხედროები არიან მობილიზებული. პროკურატურა სამი ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას, დანარჩენებისთვის კი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას მოითხოვს.
გამოძიების ცნობით, ისინი ამბოხების დღეს პრეზიდენტ ერდოღანის დასაცავად გაცემულ ბრძანებას არ დაემორჩილნენ. ადამიანის უფლებათა დამცველები სასამართლოს ობიექტურად ჩატარებას მოითხოვენ.
კომენტარები