იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სახელმწიფომ, დაახლოებით, 200 000 ლარამდე დახარჯა ერთი წლის განმავლობაში. ამის შესახებ მან პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას, “ქართული ოცნების” დეპუტატ რიმა ბერაძის კითხვის პასუხად განაცხადა.
“დაახლოებით, [მიხეილ სააკაშვილისთვის] 200 000 ლარამდეა დახარჯული ერთი წლის განმავლობაში და ერთი პატიმრის შენახვაზე, წელიწადში, დაახლოებით 17 400 ლარი იხარჯება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ,
კომენტარები