2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ანგარიში გათანაბრდა. თამაშის მეორე ტაიმში ფრანგებმა 2 გოლის გატანა შეძლეს.
კილიან მბაპეს ორ გოლს შორის 97 – წამიანი სხვაობა იყო.
შესაბამისად, ახლა არგენტინა – საფრანგეთს შორის ანგარიში 2-2-ია.
შეგახსენებთ, ფინალის პირველ ნახევარს ანგარიშით – 2:0 არგენტინა იგებდა ლიონელ მესისა და ანხელ დი მარიას მიერ გატანილი გოლებით.
კომენტარები