შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შარაშიძე გამოკითხვაზე დაიბარა. სავარაუდოდ, დაიბარებენ ვანო მერაბიშვილსაც.
შსს-მ გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მერაბიშვილს ფიზიკურად გიორგი შარაშიძე გაუსწორდა. ინციდენტი ვაკეში, აფთიაქში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, დაპირისპირების დროს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გაიქცა. ვანო მერაბიშვილი მომხდარზე ამ დრომდე დუმს.
გიროგი შარაშიძე დაკითხვაზე დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში გამოცხადდება.
ინფორმაცია დაპირისპირების შესახებ თავდაპპირველად მოძრაობა „აი იას“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა გაავრცელა.
კომენტარები