იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს. “კურიერის” ინფორმაციით, ქმარმა ჯერ ცოლი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
“კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნის.
მომხდარის დეტალებს “კურიერის” ჯგუფი არკვევს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარები