მან აშკარად გამოავლინა უცოდინარობა იმისა, რა დაავადებები აწუხებდა სააკაშვილს დაპატიმრებამდე და ყველა მისი დაავადება დაუკავშირა დაავადებების შემდგომ პერიოდს, – ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, გელა ნიკოლაიშვილმა ამერიკელი ექსპერტის მისამართით განაცხადა.
ამასთან, მისივე განცხადებით, დემენციის დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებენ, რადგან სააკაშვილს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს.
„ის ფსიქოტროპულ ნივთიერებებს იღებდა, ფსიქოტროპულ ნივთიერებებთან ერთად, იმავე დღეში ორ ბოთლ კონიაკს აყოლებდა. ეს ჰოლანდიელმა ექსპერტმა დაადასტურა. დემენციის დიაგნოზს ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, ვინაიდან დემენციის მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს ის ნიშნები, რომლებიც ახასიათებს ამ დაავადებას. კონკრეტულად, მას საკუთარ ენაზე საუბარიც კი უნდა უჭირდეს და ავიწყდებოდეს, არათუ სხვადასხვა ენაზე საუბარი. მას არ შეიძლება, ჰქონდეს გუშინდელ, გუშინწინდელ და ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით ძალიან საღი შეფასებები, ზოგადად, ადამიანებთან კონტაქტი, ურთიერთობა. დემენცია ნიშნავს ჭკუასუსტობას. ჩვენ ვამბობთ, რომ სააკაშვილი ჭკუასუსტი არ არის“, – განაცხადა მან.