საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მესამე შვილი შეეძინა. ახალშობილს ნია დაარქვეს. იგი 3,5 კგ-ს იწონის, ხოლო სიგრძე – 53 სანტიმეტრია. ნია ბახტაძე 11 იანვარს დაიბადა და ის ტყუპის – ანას და გიორგის შემდეგ, მამუკა ბახტაძის მესამე შვილია.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ყოფილი მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. ის სხვადასხვა კომპანიაში, მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს. წყვილს ტყუპები ბახტაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შეეძინათ.
კომენტარები