მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას ორი საგოლე გადაცემის შემდეგ, ნაპოლი იუვენტუსს ანგარიშით 4-1 უგებს.
ქართველი გარემარბის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ამირ რაჰმანიმ გოლად აქცია, ხოლო მეოთხე ბურთი ქართველი ფეხბურთელის გადაცემით ოსიმენმა გაიტანა.
იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩის პირველი ტაიმი დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე ანგარიშით 2-1 დასრულდა. ნაპოლის შემადგენლობაში გოლები ოსიმენმა და კვარაცხელიამ გაიტანეს, ხოლო იუვენტუსის შემადგენლობაში – დი მარიამ.
კომენტარები