სტამბოლის ღამის კლუბზე Reina ახალი წლის ღამეს მომხდარ თავდასხმას მინიმუმ 39 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, 40 ადამიანია დაჭრილი.
ამ დროისთვის პოლიცია თავდამსხმელს ეძებს.
სტამბოლის გუბერნატორმა ვასილ შაჰინმა განაცხადა, რომ თავდასხმა ღამის კლუბზე სანტა-კლაუსის კოსტიუმში გამოწყობილმა ერთმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა. მან მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.
კომენტარები