ერაყის დედაქალაქ ბაღდადში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35–მდე გაიზრდა. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია 10 დაღუპულის შესახებ. დაღუპულთა შორის სამი პოლიციელია.
პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ხალხმრავალ მოედანზე სადრ–სიტის რაიონში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა ერაყის ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს ტერაქტიც “ისლამურმა სახელმწიფომ” მოაწყო.
კომენტარები