2017 წლიდან მესენჯერი WhatsApp ძველი სმარტფონების პროგრამულ უზრუნველყოფას წყვეტს. კერძოდ, საუბარია პროგრამებზე Android 2.1 Android 2.2 Windows Phone 7 iPhone 3GS და iOS 6-ის ოპერაციულ სისტემებზე. ეს გადაწყვეტილება WhatsApp-მა იმის გამო მიიღო, რომ ძველი პროგრამები მესენჯერის ფუნქციების სრულად გამოყენებას აფერხებს და მისი განვითარების შესაძლებლობას არ ქმნის. ამის თაობაზე კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული.
კომენტარები