გამოცემა Sunday Times ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიას აქვეყნებს. სიაში ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძეც მოხვდა. იგი 31 კაციან სიაში 28-ე ადგილზეა. მას 3 ადგილით ჩამორჩება მწერალი ჯოან როულინგი, ის 31-ე პოზიციაზეა.
გამოცემა წერს, რომ ინა გუდავაძემ მემკვიდრეობა ქმრისაგან მიიღო. მისი მემკვიდრეობა კი მოიცავს სატელევიზიო არხს, კაზინოებს და ოქროს მაღაროებს.
სიაში აგრეთვე მოხვდნენ რუსი ბიზნესმენი ელენა ბატურინა, მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მეუღლე, ნენსი შეველი, პოლ მაკარტნის მეუღლე. სიაში მერვე ადგილზეა მსახიობი სელმა ჰაიეკი.
კომენტარები