„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ იზმირის სასამართლოს შენობასთან დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად პოლიციელი და სასამართლოს თანამშრომელი დაიღუპა. პოლიციამ ორი თავდამსხმელი ადგილზე მოკლა, ერთი მიიმალა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. დაჭრილია 10 ადამიანი. თავდაპირველად ინფორმაცია სამი დაჭრილის შესახებ გავრცელდა.
იზმირის სასამართლოს შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ხოლო შემდეგ პოლიციას და ტერორისტებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა.
კომენტარები