იზმირში, თურქეთის სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი ტერაქტის თავიდან აცილება მოახერხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვიცე- პრემიერი ვეისი ქაინაქიც ადასტურებს. მისი თქმით, ტყვია წამალი და იარაღი, იზმირის სასამართლოს მახლობლად აღმოაჩინეს, სადაც, გუშინ დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს. ტერაქტს გუშინ ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
„ტერორისტები კიდევ ერთი, უფრო მასშტაბური ტერაქტისთვის ემზადებოდნენ, რასაც პოლიციის მიერ აღმოჩენილი იარაღის და ასაფეთქებელი ნივთიერებაც ცხადყოფს, მიმდინარეობს გამოძიება და უახლოეს პერიოდში პოლიცია დამნაშავეების კვალს იპოვის“, – განაცხადა თურქეთის ვიცე-პრემიერმა.
კომენტარები