კოჯორში დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
გარდაცვლილი ტურისტული კომპანია “ჯორჯიან ჰოლიდეის” გენერალური დირექტორი და ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მიმდევარი იყო საქართველოში
“ყველას გისამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას ჩვენი ბაჩო, ჩვენი იმედი აღარაა, წავიდა, გაფრინდა მარადიულობაში, მხოლოდ სიყვარული დაგვიტოვა გულებში, არ მჯერა რო ბაჩოს გარეშე მოგვიწევს ცხოვრება, რამდენი გეგმა, რამდენი ოცნება და რამდენი საოცრება გვქონდა გასაკეთებელი ერთად, ჩემო ერთგულო მეგობარო, იმედი რატო წაგვართვი როგორ გაგვიფრინდი, ალბათ შენნაირი სულის მქონე ადამიანებს ეძახიან ზემოთ, ალბათ შენი ადგილი იმ იდეალურ სამყაროშია სადაც წახვედი! სინათლეს გაყევი მეგობარო და ღმერთებმა მიგიღონ როგორც თანასწორი, შენ აქ ქმნიდი საოცრებებს და იქ რაღა შეგაჩერებს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე მეგობარო, მადლობა რო ჩვენი იმედი იყავი, მადლობა რო ჩვენი მაგალითი იყავი და ერთ საქმეს ვემსახურეთ! ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და ვგრძნობდი, როგორი იმედი გქონდა შენც ჩემი” , – წერს ბაჩოს მეგობარი.
გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
საინფორმაციო სააგენტო “ექსკლუზივ ნიუსი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.