ბროდვეიზე დემიენ შაზელის ფილმის „ლა-ლა ლენდი“ მიხედვით მიუზიკლს დადგამენ. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ფილმის თეატრალური ვერსიის რეჟისორი „ტონის“ ლაურეატი ბარტლეტ შერი იქნება. მიუზიკლზე ასევე იმუშავებს სურათის პროდიუსერი მარკ პლატი.
ბროდვეის მიუზიკლში სპეციალურად „ლა-ლა ლენდისთვის“ დაწერილი კომპოზიციები გაჟღერდება. მათ შორის – City of Stars, Another Day of Sun და Audition (Fools Who Dream). ამ ეტაპზე უცნობია ვინ ითამაშებს მიუზიკლში.
„ლა-ლა ლენდი“ ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა. მთავარი როლები ფილმში რაიან გოსლინგმა და ემა სტოუნმა შეასრულებს. ფილმმა 6 „ოსკარი“ მიიღო.
კომენტარები