„იმედის კვირამ“ მიხელ სააკაშვილის პალატაში გადაადგილების კადრები მოიპოვა, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული. კადრებში ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი ხან დამოუკიდებლად, ხან ყავარჯნებით გადაადგილდება, ეწევა ელექტროსიგარეტს.
ერთ ეპიზოდში კი ჩანს, როგორ ეხმარება მას ეკა ხერხეულიძე ჯვრის კისერზე ჩამოკიდებაში. დაახლოებით ამ პერიოდში „ნაცმოძრაობის“ წევრი აცხადებდა, რომ სააკაშვილი ჯვარს სისუსტის გამო ვერ იკეთებდა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ამ დროს ექსპრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდება.
კომენტარები