თურქეთში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, საქართველოში თითქოსდა მოსალოდნელი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ სოციალურ ქსელში ყალბი ინფორმაცია გამოჩნდა. სპეციალისტები კიდევ ერთხელ მკაფიოდ განმარტავენ, რომ მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია და მოსახლეობას მოუწოდებენ, ფეისბუქში გავრცელებულ ბოროტ ხუმრობას არ აჰყვნენ.
„არ ავყვეთ, არ გავაზიაროთ, არ დავიჯეროთ და სხვებს არ დავაჯეროთ, რომ არ დავნერგოთ ხალხში ტყუილი პანიკა. მიწისძვრის პროგნოზირება კონკრეტულ დღესა და საათზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება“, – ამბობს სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ წეროძე.
კომენტარები