ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარი თავი ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით დააჯილდოვა. მედალი მას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გადასცა.
დაუდოვმა განაცხადა, კადიროვი პირველია, რომელმაც ეს წოდება მიიღო და დასძინა, რომ მისი ღვაწლი ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ „განსაკუთრებული შესწავლის ღირსია“.
გამოცემა Sota აღნიშნავს, რომ წოდებაზე პოზიციის მიხედვით, დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას ჩეჩნეთის ხელმძღვანელი იღებს.
თებერვლის შუა რიცხვებში ჩეჩნეთის მეთაურმა რესპუბლიკის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანით მიიღო „ხალხის მამის“ წოდება.
კომენტარები