საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას!
ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში. თქვენ შექმენით ისტორია!“,- აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე.
კომენტარები