ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აკბარ ხაშემი რაფსანჯანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ირანული მედიის ცნობით, რაფსანჯანი ინფარქტით გარდაიცვალა.
ალი აკბარ ხაშემი რაფსანჯანი ირანის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1997 წლებში იკავებდა. ის ირანში სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლების გაფართოების მომხრედ ითვლებოდა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების ინიციატივით გამოდიოდა.
ირანის სახელმწიფო ტელეარხის ინფორმაციით, რაფსანჯანიმ თავისი სიცოცხლე ისლამური რევოლუციის საქმეს მიუძღვნა.
კომენტარები