აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის განცხადებით, Covid-19 დიდი ალბათობით „ჩინეთის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არსებულ ლაბორატორიაში“ შეიქმნა.
„უკვე კარგა ხანია, FBI თვლის, რომ პანდემიას, დიდი ალბათობით, წინ უძღოდა ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტი“, – განაცხადა კრისტოფერ რეიმ.
ეს არის პირველი საჯარო აღიარება FBI-ს მხრიდან მას შემდეგ, რაც უწყებამ მოამზადა გასაიდუმლოებული ანგარიში პანდემიის დაწყების მიზეზებთან დაკავშირებით.
კომენტარები
