მე ახლა ვეუბნები ტურაძე – მელაძესაც, რომ ეგ არის ქვეყნის მოღალატე, – ასე გამოეხმაურა „POSTV“-ის „დიდ გადაცემაში“ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე „ტვპირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ სიუჟეტს, რომელშიც საუბარია იმის შესახებ, რომ 2022 წლის 9 ივლისს, საქართველო-იტალიის მატჩის წინა დღეს, რაგბის ფედერაციამ სასტუმრო „ლიცში“ რუს ბიზნესმენებს უმასპინძლა, რომლებიც იქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვერტმფრენით ჩავიდნენ.
მისი თქმით, ქვეყნის ღალატი რა არის თუ არა ის, როცა ყველაზე ფასეულს – სარწმუნოებას ეხები.
„მე ახლა ვეუბნები ტურაძე – მელაძესაც, რომ ეგ არის ქვეყნის მოღალატე. ყველა მორაგბემ, ვინც კი მე მიცნობს, შეუძლია ხმამაღლა [თქვას] ქვეყნის ღალატი რა არის, თუ არა ის, რომ ყველაზე ფასეულს ეხები. ეს არის სარწმუნოება, რაგბის კვართია. ჩვენ კვართს ვეძახით. ეს არის ჩვენი ღირსება“, – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.