რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მოსკოვში უმასპინძლებს. მისივე თქმით, კრემლში ვიზიტისთვის მზადება მიმდინარეობს.
როგორც პუტინი განმარტავს, ის შეხვედრას მოსკოვის მეტროს ხაზთან დაკავშირებით გეგმავს.
„ვაპირებ, შევხვდე ჩინეთის პრეზიდენტს და თუ დღის წესრიგი საშუალებას მოგვცემს, მოხარული ვიქნები, ჩვენს სტუმრებსაც ვაჩვენო ახალი მეტროსადგური. ყოველ შემთხვევაში, დელეგაციის წევრებმა უნდა შეძლონ ამის ნახვა“, – განაცხადა პუტინმა მეტროს ახალი სადგურის გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ვირტუალურად დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მეტროს ხაზის მშენებლობაში ჩინური სამშენებლო კომპანია იყო ჩართული.
კომენტარები
