მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანში 18 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა. ჩემპიონატი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მიმდინარეობდა და იგი პირდაპირ ეთერში 175 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.
საქართველომ წარმატებით უმასპინძლა 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენს. ჩატარდა 30 ფინალი 7 სახეობაში. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატებმა ჩატარებული ღონისძიება დადებითად შეაფასეს და ერთხმად აღიარეს, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე საპატიო ადგილი დაიკავა.
კომენტარები