ევროპარლამენტის წევრი, ჩეხი დეპუტატი მარკეტა გრეგოროვა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს.
„მე მრავალი სიტყვიერი თავდასხმა მივიღე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ჩემი პარტიის პოპულარობის გამო, რომელსაც 40 % არ აქვს. ნება მიბოძეთ გითხრათ, ირაკლი ღარიბაშვილო, ჩვენ არასდროს გამოგვიყენებია წყლის ჭავლი ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ. შეწყვიტეთ ეს სიგიჟე, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს“, – წერს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა და აქვე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იყენებენ წყლის ჭავლს პარლამენტთთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ.
I received a lot of verbal attacks from @GeorgianDream41 rep. about the popularity of my party, not having 40 %. Well let me tell you, @GharibashviliGe, we never used water cannons against our citizens. Stop this madness, stop #ForeignAgentsLaw. I applaude these brave people. 👏 https://t.co/Zr3SIY00Bx
— Markétka Gregorová 🦄 (@MarketkaG) March 7, 2023
