თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„კონსტიტუციის 116-ე მუხლის მიხედვით, ხელი მოვაწერე დადგენილებას 18 ივნისს დანიშნული არჩევნების 14 მაისს ჩატარების შესახებ. ჩვენი წინასაარჩევნო დღის წესრიგი კვლავ იქნება მიმართული მიწისძვრის მსხვერპლთა ჭრილობების მოშუშებაზე და ამ ტრაგედიის შედეგად მიყენებული ეკონომიკური და სოციალური ზიანის აღმოფხვრაზე“, – განაცხადა ერდოღანმა.
14 მაისს თურქი ამომრჩევლები არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პარლამენტის 600 წევრსაც აირჩევენ.
კომენტარები
