პოლიციამ მარტვილში დააკავა კაცი, რომელმაც 86 წლის დედა სავარაუდოდ ბლაგვი საგნით მოკლა. ოჯახის ინფორმაციით, მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა და შემთხვევის დროს დედა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა.
შვილმა დანაშაული დაფარა და ორი დღის განმავლობაში როგორც ჭირისუფალი სამძიმარს იღებდა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ნათესავებს უმტკიცებდა, რომ ქალი მაღალი წნევის შედეგად დაეცა და გარდაიცვალა. ქალს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს სისხლის კვალი და დაზიანებები თავისა და ზურგის არეში აღენიშნება. ოჯახისთვის მკვლელობის მოტივი უცნობია. სავარაუდო მიზეზად მამაკაცის ფსიქოლოგიურ პრობლემებს ასახელებენ. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.
კომენტარები