ბერლინის, ბრემენისა და ჰამბურგის აეროპორტებში დღეს კომერციული ავიარეისები არ შესრულდება. გამგზავრებას ვერ ახერხებს 100 ათასზე მეტი მგზავრი. ამის მიზეზი პროფესიული კავშირების მიერ ორგანიზებული მასობრივი გაფიცვაა. ანაზღაურების გაზრდას ამჯერად უსაფრთხოების თანამშრომლები ითხოვენ.
გერმანიაში მდებარე სამი აეროპორტი ვერ შეძლებს ვერც რეისების გაშვებას და უმეტეს შემთხვევაში, ვერც მათ მიღებას. გადასახადების გაზრდის ფონზე, ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, გაფიცვა გერმანიის აეროპორტებში უკვე რამდენიმე კვირაა ეწყობა.
კომენტარები