უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ათწლეულები დასჭირდება უკრაინასთან ომის შემდეგ სამხედრო პოტენციალის აღსადგენად.
„რუსეთს ათწლეულები დასჭირდება თავისი სამხედრო პოტენციალის აღსადგენად. უკრაინის წინააღმდეგობა დასავლეთს აძლევს დროს ავტოკრატიული რეჟიმების შეკავებისა და კონტრქმედების მთელი სისტემის რესტრუქტურიზაციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
კომენტარები