ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. სერია ა-ს 27-ე ტურში, „ნაპოლი“, სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს სტუმრად „ტორინოსთან“ თამაშობს. პენალტი მასპინძელთა კარში მატჩის 35-ე წუთზე დაინიშნა, როდესაც წესები საჯარიმოში სწორედ კვარაცხელიაზე დაირღვა.
კვარაცხელიამ 11-მეტრიანი ზუსტად შეასრულა და იტალიის ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა. ამ დროისთვის „ნაპოლი“ თამაშს ანგარიშით 2:0 იგებს. პირველი გოლი ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზეა.
კომენტარები