მე ვიქნები სამუშაო ადგილების ყველაზე დიდი მწარმოებელი, ვინც კი ღმერთს ოდესმე შეუქმნია, – ამის შესახებ აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თავისი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი რეფორმა სამუშაო ადგილების შექმნა იქნება.
დონალდ ტრამპმა ისაუბრა ბიზნესსაქმიანობის შესახებაც და აღნიშნა, რომ მას შეეძლო საკუთარი ბიზნესი და ქვეყანა ერთდროულად ემართა, თუმცა ასე არ მოსწონდა.
კომენტარები