დღეს, 27 მარტს, ბათუმის პირველ საჯარო სკოლაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სავარაუდოდ, მოწამვლის ნიშნებით, რამდენიმე ბავშვი გადაიყვანეს კლინიკაში.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, კლნიკაში ამ ეტაპზე 7 ბავშვია გადაყვანილი.
„არ არის გამორიცხული მათი რიცხვი გაიზარდოს“ – განგვიცხადეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.
„ფორტუნა“ ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.
კომენტარები