უამინდობამ პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლი დაინგრა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. დაშავდა 68 წლის ქალი, რომელიც ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
დაშავებულის მეუღლის, გურამ ბოლქვაძის განცხადებით, ძლიერი ქარის დროს მან სახლიდან გამოსვლა მოასწრო, მისი მეუღლე კი შენობაში დარჩა. მისივე თქმით, როდესაც ქალი ნანგრევებიდან გამოიყვანეს, ის უგონოდ იყო, თუმცა, ექიმების დახმარების შედეგად გონს მოვიდა. გურამ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ ღამეს ნათესავებთან გაატარებს, ხვალიდან კი მას თავშესაფრით მერია უზრუნველყოფს.
კომენტარები