ქუვეითის სიმდიდრის ფონდმა, რომელიც Mercedes-Benz Group-ის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია, გერმანულ ავტომწარმოებელ კომპანიაში საკუთარ წილს ამცირებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქუვეითის სიმდიდრის ფონდმა გერმანული კომპანიის $1.5 მილიარდის ღირებულების ოცი მილიონი აქცია მას მერე გაყიდა, რაც გასული სამი წლის განმავლობაში, ავტომწარმოებლის აქციის ღირებულება, ფაქტობრივად, გაოთხმაგდა. აქციების გასხვისების მიუხედავად, ქუვეითის სიმდიდრის ფონდი Mercedes-Benz Group-ის 6.8%-იან წილს შეინარჩუნებს. ამრიგად, ის კომპანიის რიგით მესამე ყველაზე დიდი აქციონერი იქნება.
კომენტარები