ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ, უკრაინას ომის დასასრულებლად, რუსეთისთვის ყირიმის დათმობა შესთავაზა.
პრეზიდენტის განცხადებით, პუტინს არ შეუძლია უკრაინის ტერიტორიის დაპყრობა და შესაძლოა, საუბარი იყოს ყირიმზე, მაგრამ უნდა დაფიქრდეს იმ ტერიტორიებზე, სადაც ყირიმის მიღმა შეიჭრა.
ლულა და სილვას თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც არ შეუძლია, ყველაფერი სურდეს.
„მსოფლიოს მშვიდობა სჭირდება… ჩვენ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი“, – განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
ბრაზილიისა და უკრაინის პრეზიდენტებმა უკრაინის ომის საკითხები გასული თვის დასაწყისში განიხილეს. ლულა და სილვა მიმდინარე თვეში ჩინეთს ესტუმრება და სამშვიდობო ძალისხმევას განიხილავს.
კომენტარები
