ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების შემდეგ შეცვალა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მან გადაწყვიტა, რომ უთანხმოება დაივიწყოს, გალანტი დატოვოს თავის პოზიციაზე და ერთად გააგრძელონ მუშაობა ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
იოავ გალანტი პრემიერ-მინისტრის ნაბიჯს მიესალმა და სოციალურ მედიაში პრემიერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა გზავნილით: “ვაგრძელებთ ერთად მთელი ძალით ისრაელისთვის”.
შეგახსენებთ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი კვირის წინ მას შემდეგ მიიღო, რაც ის ღიად დაუპირისპირდა ქვეყანაში დაგეგმილ სასამართლო სისტემის რეფორმას.
კომენტარები