ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინს დამატებითი სამხედრო დამხარება სთხოვა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს.
„ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში, მაგრამ მიზანს რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით მივაღწიოთ, უკრაინას მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება“, – აღნიშნა შმიგალმა და დაამატა, რომ უკრაინას განსაკუთრებით „F-15“-ისა და „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლები და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები ესაჭიროება.
ოსტინმა პირობა დადო, რომ ამერიკა გააფართოებს შეერთებულ შტატებში სამხედრო ტექნიკის წარმოებას, რათა მეტად დაეხმაროს უკრაინას.
აშშ-ში ვიზიტამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრი კანადაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კანადამ უკრაინას დამატებითი სამხედრო დახმარება გადასცა.
კომენტარები