თუ ვილნიუსის სამიტზე ნატო კიდევ ერთხელ, 130-ე ჯერზე დაადასტურებს ღია კარის პოლიტიკას, ეს ჩვენთვის სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
მისივე თქმით, ნატომ უნდა გადადგას ნაბიჯი წევრობისკენ და გადაწყვიტოს, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამ მომენტიდან იქამდე, როდესაც უკრაინა ნატოს წევრი გახდება.
„თუ მოკავშირეები ჩათვლიან, რომ ნატოში გაწევრიანების მიმართულებით ვილნიუსში კიდევ ერთხელ, 130-ე ჯერზე დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, ეს უკრაინისთვის სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ შემოგვთავაზებენ დადებით ნაბიჯებს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მაგრამ არ გადადგამენ ნაბიჯს უკრაინის გაწევრიანებისკენ, ეს მიუღებელი იქნება. ნატომ უნდა გადადგას ნაბიჯი წევრობისკენ და გადაწყვიტოს, როგორი იქნება უსაფრთხოების გარანტიები ამ მომენტიდან იქამდე, როდესაც უკრაინა ნატოს წევრი გახდება“, – განაცხადა კულებამ.