დონალდ ტრამპის გუნდში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ცნობას, თითქოს ისლანდიის დედაქალაქში შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტისა და რუსეთის ლიდერის შეხვედრა იგეგმება.
უახლოეს მომავალში რეიკიავიკში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის შესახებ ცნობა გამოცემა სანდი თაიმსში დაიბეჭდა. არჩეული პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა შონ სპაისერმა ამ ინფორმაციას “აბსოლუტური ტყუილი” უწოდა.
კომენტარები